საძიებო პარამეტრები
 
გარიგების ტიპი
კატეგორია
რეგიონი
ქალაქი
მუნიციპალიტეტი / უბანი
ქუჩა / სოფელი
პროექტი
მოპირკეთება
ფასი
ოთახების რაოდენობა
ფართი (მ2)
სართული
მხოლოდ სურათიანი
დღიური გაქირავება
ახალი აშენებული
მშენებარე
ლოჯია
აგურის
მაღალჭერიანი

 
ვალუტის კურსი
23.02.2012
USD1.6193-0.0191ქვევით
EUR2.1423-0.0265ქვევით
RUB0.054395-0.000623ქვევით

ვალუტის კონვერტორი
 
 

კომპანია ეწევა შემდეგი სახის ტექნიკურ მომსახურებებს:

- მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამზადება

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვა ხორციელდება GPS-ით პროგრამა PenMaP-ის ან MaP-500-ის საშუალებით, ასევე ელექტრონული ტახეომეტრით TOTAL STATION-ით საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფით.

გეოდეზიური სისტემის თვალსაზრისით აზომვები  შესრულდება UTM –პროექციაში,  T38–ზონაში, WGS 84 - კოორდინატთა სისტემაში.

საკადასტრო აზომვით ნახაზზე  დაიტანება მიწის ნაკვეთის საზღვრები (წითელი ხაზები /ფიქსირებული ან არაფიქსირებული/), შესაბამისი გვერდების ზომების მითითებით,  მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (განაშენიანების) გარე კონტურით,   წარმოდგენილი ქაღალდისა და დიჯიტალური ვერსიის shp ფაილის სახით, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

  1. მიწის ნაკვეთის დანიშნულება;
  2. მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა (მისამართი);
  3. მიწის ნაკვეთის ფართობი;
  4. შენობა-ნაგებობების რიგითი ნომრები, სართულიანობა და მათი განაშენიანების და შიდა სასარგებლო ფართობები;
  5. მშენებარე ნაგებობები;
  6. გარდატეხის წერტილების - წვეროების (vertex-ების) კოორდინატები;
  7. ჩრდილოეთის მიმართულების მაჩვენებელი ნიშანი;
  8. პირობითი ნიშნები;

დაინტერესებული პირი: უძრავი ქონების ფლობის სარგებლობის და განკარგვის უფლებით.

მომსახურების ღირებულება >>

- მიწის ნაკვეთების გამიჯვნა-გაერთიანების სქემატური ნახაზის დამზადება

საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გამიჯვნა-გაერთიანების სქემატური ნახაზის მომზადება დამკვეთის სურვილის მიხედვით, შესაბამისი ხელშეკრულების შედგენით, წარმოდგენილი ქაღალდისა და დიჯიტალური ვერსიის სახით.

მომსახურების ღირებულება >>

- შენობა-ნაგებობის ტექნიკური პასპორტების და საკადასტრო აზომვითი  ნახაზის დამზადება

შენობა-ნაგებობის საკადასტრო აზომვა ხორციელდება ძირითადად ლაზერმზომით (ელექტრო სახაზავით), რომლის საშუალებით დგინდება შენობის ყველა ზომის და კუთხის განსაზღვრა – და ხდება მისი პლანშეტზე დაფიქსირება.

საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ტექნიკური ნახაზი (გეგმა) შესრულდება ArchiCad-ის პროგრამაში, წარმოდგენილი თვალსაჩინო მასშტაბში ქაღალდის ვერსიისა და დიჯიტალური ვერსიის სახით, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

  1. შენობა-ნაგებობების ექსპლიკაცია - სართულების მიხედვით,  შესაბამისი ფართების ჩვენებით.
  2. დაფიქსირებული იქნება შენობის მახასიათებლები: დანიშნულება, სამშენებლო მასალა, საძირკველი, გადახურვის ტიპი, შენობის სიმაღლე- სართულიანობა, შენობის ექსპლოატაციაში შესვლის დრო და ყველა ოთახის ფუნქციონალური დანიშნულება.
  3. პასპორტისათვის– დასურათებული იქნება ფოტოალბომით და შესაბამის ტექნიკურ-დოკუმენტაციური გამოკვლევით.

მომსახურების ღირებულება >>

- საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების შიდა ფართების გამიჯვნა-გაერთიანების    სქემატური ნახაზების დამზადება, შესაბამისი ხელშეკრულების შედგენით.

შენობა-ნაგებობების შიდა ფართების გამიჯვნა-გაერთიანების სქემატური ნახაზების და დიჯიტალური ვერსიის  დამზადება

მომსახურების ღირებულება >>

- მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმის დამზადება

მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გრაფიკული გამოსახულება შესრულდება UTM–პროექციაში,  T38–ზონაში,  WGS 84 - კოორდინატთა სისტემაში. (მასალა მუშავდება AutoCad-ისა და GIS-ის პროგრამებში).

მიწის ნაკვეთის აზომვა ხორციელდება ელექტრონული ტახეომეტრით TOTAL STATION-ით ან Triml-M3-ით და საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფით. მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გარე კონტური, მიწის ნაკვეთის საზღვრები, ფართობი, წარმოდგენილი ქაღალდისა და დიჯიტალური ვერსიის dwg ფაილის სახით, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

  1. მიწის ნაკვეთის დანიშნულებას;
  2. მისამართს;
  3. მიწის ნაკვეთის ფართობს;
  4. ხდება ობიექტზე გამავალი ყველა კომუნიკაციის დატანა (მაღალი ძაბვის ხაზების, მიწისზედა გაზგაყვანილობის, წყალგაყვანილობის, კანალიზაციის, ელ.გაყვანილობის და სხვა);
  5. წერტილოვანი ობიექტების აზომვა (მაგ: ელ ბოძი, ჭა, ხე–წიწვოვანი, ფოთლოვანი, ბუჩქი და სხვა);
  6. ხაზოვანი ნაგებობების, კიბეების ტროტუარების და სხვა ინფორმაციის დატანა;
  7. სასიმაღლო ნიშნულები (პიკეტები);
  8. რელიეფი:
  9. საავტომობილო გზათა ქსელი, გზის ღერძი, სარკინიგზო გზათა ქსელი, სარკინიგზო გზათა ქსელის შუახაზი, ჰიდროგრაფიული ქსელი, ჰიდროგრაფიული ქსელის შუახაზი- ატრიბუტული მონაცემებით: მიწისქვშა ან მიწისზედა არხი, მიწისქვშა ან მიწისზედა მდინარე, ტბა, წყალსაცავი, ჭაობი.
  10. ნაკვეთის ტერიტორიაზე არსებული ტოპოგრაფიული ობიექტები: ხევი, ბუჩქნარი, მდელო, ქარსაცავი, ტბორი, ზღვის სანაპირო, ჭალა, კუნძული, რიყე, ხრამი, კლდე და სხვა;
  11. ჩრდილოეთის მიმართულების მაჩვენებელი ნიშანი;
  12. პირობითი ნიშნები;

მომსახურების ღირებულება >>

- საინჟინრო-გეოლოგია

რომელიც მოიცავს:
  1. ტექსტურ ნაწილის
  2. გრუნტების მახასიათებლების საანგარიშო მნიშვნელობებს
  3. ჭაბურღილების განლაგების სქემას
  4. საინჟინრო-გეოლოგიურ ჭრილებს
  5. ჭაბურღილის ლითოლოგიურ ჭრილებს
  6. ლაბორატორიული კვლევების ცხრილს
  7. ლაბორატორიული კვლევების შედეგებს
  8. სტატისტიკური დამუშავების შედეგებს

და სხვადასხვა ინფორმაციას კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ქაღალდისა და დიგიტალური ვერსიის დამზადება.

მომსახურების ღირებულება >>

ბეჭდვაბეჭვდა
 ©LDM | ®კომპანია ახალი სამყარო ტელ/ფაქსი: +995 431-252378 | ტელეფონი: +995 431-236767 | მოგვწერეთ 
HOMEPAGE  აქციეთ საწყის გვერდად

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player